ბიზნეს კონსულტაციები

  თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფი ადგილობრივი, უცხოური და საერთაშორისო კომპანიებისათვის, სხვადასხვა სახის ფონდებისათვის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ეწევა სრულფასოვან საკონსულტაციო მომსახურებას. კონსულტაციებს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ერთჯერადი, ისე პერმანენტული სახე. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე და სირთულეზე, შესრულების სისწრაფეზე და დამკვეთის სპეციფიკურ მოთხოვნებზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. ქართული ბიზნეს გარემოსათვის დამახასიათებელი თანამედროვე მოთხოვნების და ჩვენი ჯგუფის რესურსების გათვალისწინებით, ჩვენი მომსახურება და კონსულტაციები კონცენტრირებულია რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. მათ შორის:

  1. საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება
  2. საგადასახადო კონსულტაციები
  3. კონსულტაციები მარკეტინგში
  4. კონსულტაციები ფინანსურ მენეჯმენტში
  5. ბიზნეს გეგმების შედგენა (სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, ვაჭრობის და სხვა სექტორებისათვის)
  • საინვესტიციო ბიზნეს გეგმების შედგენა
  • საგრანტო ბიზნეს გეგმების შედგენა
  • საკრედიტო ბიზნეს გეგმების შედგენა