სადაზღვევო სამართალი

      სადაზღვევო სამართალი. სასერთიფიკატო კურსი   

  პროგრამა მოიცავს:  თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და  ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი  ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.    

   ზოგადი თემატიკა: 
  • დაზღვევის ისტორია და ცნება. დაზღვევის ეკონომიკური საფუძვლები
  • დაზღვევის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონმდებლო ბაზა
  • სადაზღვევო აგენტი, სადაზღვევო ბროკერი და მათი როლი დაზღვევის ხელშეკრულებაში. სადაზღვევო აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის სამართლებრივი რეგულირება
  • სადაზღვევო ანაზღაურება და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულირება
  • დაზღვევის სახელმწიფო რეგულირება და დაზღვევის ზედამხედველის (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სააგენტო) როლი

    პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა  #3044, გაცემული 24.04.2008 წ.  

     პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ორი კვირის მანძილზე, სულ 12 ლექცია.   

    მიზნობრივი ჯგუფები: დაზღვევის პროფესიონალი და დამწყები იურისტები, დაზღვევის  პრაქტიკოსი სპეციალისტები, ასევე სადაზღვევო სამართლის სფეროში დასაქმების მსურველები.   

    პროგრამას უძღვება:  ეკატერინე პაიკიძე,  დაზღვევის იურისტი   

   სწავლის საფასური: 200 ლარი