საერთაშორისო ვაჭრობა: საქმიანობა აშშ ბაზრებზე

   საერთაშორისო ვაჭრობა: საქმიანობა აშშ ბაზრებზე სასერთიფიკატო მოდულირებული ტრენინგ პროგრამა  

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. ასევე, მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
 
ზოგადი თემატიკა:

  • ლიცენზიები, ქვოტები, ნებართვები, ემბარგო, პრეფერენცია, უპირატესი ხელშეწყობა და სხვა შეზღუდვები და შესაძლებლობები აშშ ბაზრებზე
  • თავისუფალი სავაჭრო ზონები აშშ ტერიტორიაზე
  • მომწოდებლების ბაზრის ანალიზი
  • საერთაშორისო მარკეტინგი
  • საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტების შედგენა და მომზადება
  • ელექტრონული შესყიდვები
  • საერთაშორისო საბანკო პროდუქტები და ოპერაციები
  • Incoterms
  • საერთაშორისო გადაზიდვები, ტარიფები და საბაჟო პროცედურები
  • საერთაშორისო სადაზღვევო სამართალი, სადაზღვევო ოპერაციები და პრაქტიკა
  • მოლაპარაკებების გამართვა 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 24 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: აშშ-ს ბაზრებზე გასვლის და დამკვიდრების მსურველი კომპანიების პერსონალი, საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტები, იმპორტ-ექსპორტის სპეციალისტები, მარკეტოლოგები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დასაქმების მსურველები.

პროგრამას უძღვება: მარკეტოლოგი, ეკონომიკის დოქტორი მ. შუბითიძე

სწავლის საფასური: 450 ლარი