საცალო ქსელის გამყიდველის მომზადება |
საცალო ქსელის გამყიდველის მომზადების სასერთიფიკატო კურსი (მოდულირებული პროგრამა)
პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ზოგადი თემატიკა: - ადგილზე გაყიდვების ორგანიზება
- სასურსათო საქონლის ექსპერტიზა
- არასასურსათო საქონლის ექსპერტიზა
- ელექტრონული სისტემები ვაჭრობაში
- სანიტარია, ჰიგიენა და შრომის დაცვა
- დისტრიბუცია და გასაღების სტიმულირება
- ვაჭრობის ფსიქოლოგია და პროფესიული ეთიკა
- საწარმოო სწავლება და პრაქტიკული დახელოვნება
პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს
პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 36 ლექცია.
მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები მარკეტოლოგები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე მარკეტინგის სფეროში დასაქმების მსურველები.
პროგრამას უძღვება: მარკეტოლოგი, ეკონომიკის დოქტორი მ. შუბითიძე
სწავლის საფასური: 400 ლარი
|