მარკეტინგის კვლევა

   მარკეტინგული კვლევის სასერთიფიკატო ტრენინგ პროგრამა  

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. ასევე, მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
   ზოგადი თემატიკა: 

  • მარკეტინგული კვლევები. როლი და პროცესი
  • კვლევის პროექტის (დიზაინი) დამუშავება
  • მეორადი ინფორმაციის წყაროები და შეკრება
  • პირველადი ინფორმაციის წყაროები და შეკრება  
  • კითხვარის შედგენა  
  • გაზომვის საფუძვლები და სკალა
  • შერჩევის ტიპები
  • მონაცემების ანალიზი და ტაბულაცია
  • მარკეტინგული გადაწყვეტილებების მხარდამჭერი სისტემა და პროგნოზირების ტექნიკა
  • კვლევის შედეგების წარდგენა 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ორი კვირის მანძილზე, სულ 12 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები დონის მარკეტინგის მკვლევარები, მარკეტინგის მენეჯერები, ასევე მარკეტინგის სფეროში დასაქმების მსურველები.

პროგრამას უძღვება: მარკეტოლოგი, ეკონომიკის დოქტორი მ. შუბითიძე

სწავლის საფასური: 250 ლარი