Microsoft Office ( Windows , Word, Excel, Power Point, Internet) |
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სასერთიფიკატო ტრენინგ პროგრამა
პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებს, სავარჯიშოებს და ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ზოგადი თემატიკა: - პერსონალური კომპიუტერის სტრუქტურა. ფანჯრის მართვა.
- ობიექტების წაშლის, აღდგენის ხერხები. ობიექტების გადატანა, კოპირება და წაშლა Windows Explorer–ის გამოყენებით.
- სამუშაო მაგიდის ფონის შერჩევა. დასვენების პერიოდები. საქაღალდის იარლიყის პიქტოგრამის შეცვლა. საქაღალდეებისა და ფაილების მოძებნა.
- MS Word-ის შესრულებაზე გაშვება. ახალი დოკუმენტის შექმნა. დოკუმენტის რედაქტირება.
- დოკუმენტის ბეჭდვის წინ დათვალიერება. ფრაგმენტის გადაადგილება, კოპირება და წაშლა. სასურველი პანელების გამოტანა ეკრანზე.
- დოკუმენტში მზა სურათის ჩასმა. რეკლამირება. ტექსტის ჩასმა ჩარჩოში. განსაკუთრებული სიმბოლოების ჩასმა. ავტოტექსტის გამოყენება.
- გვერდის სვეტებად დაყოფა. შრიფტის ანიმაციების შერჩევა. აბზაცის დაფორმატება. ტექსტის გრამატიკული შემოწმება.
- სტანდარტული და არასტანდარტული ცხრილები. ცხრილური მონაცემების გასწორება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების მიმართ.
- MS Excel-ის შესრულებაზე გაშვება. სამუშაო წიგნები.
- ფორმულებთან მუშაობა, ფუნქციების გამოთვლა, დიაგრამების აგება და რედაქტირება. გრაფაზე კომენტარის მინიჭება და გაუქმება.
- უჯრედის დაფორმატება. ფილტრაცია. გაფილტრული მონაცემების გამოტანა ეკრანზე. ველის დამაგრება და დამაგრების მოხსნა. გრაფების გაერთიანება.
- Internet-ში მუშაობა. საიტების მოძებნა. ელექტრონული ფოსტა.
- PowerPoint - ის პროგრამის შესრულებაზე გაშვება. პრეზენტაციის გახსნა, დათვალიერება, შენახვა, მუშაობის რეჟიმები. სლაიდის დიზაინი. მოქმედებები სლაიდებზე. პრეზენტაციის ჩვენების რეჟიმები.
პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს
პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 24 ლექცია.
მიზნობრივი ჯგუფები: საოფისე პროგრამების სიღრმისეული შესწავლით დაინტერესებული ყველა მსურველი
პროგრამას უძღვება: პროგრამისტი ქ. ნებიერიძე
სწავლის საფასური: 120 ლარი
|