ბიზნეს სამართალი. სახელშეკრულებო სამართალი და კერძო დავების გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო წესი

   ბიზნეს სამართალი. სახელშეკრულებო სამართალი და კერძო დავების გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო წესი. სასერთიფიკატო კურსი

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ზოგადი თემატიკა:

  • ხელშეკრულების და გარიგების არსი და მნიშვნელობა ბიზნეს-სამართლებრივ ურთიერთობებში
  • ხელშეკრულებისა და გარიგების წინაპირობა
  • ხელშეკრულებათა და გარიგებათაა ფორმები და სახეები
  • ხელშეკრულებათა შესრულების დრო და ადგილი
  • ხელშეკრულებათა შესრულების ვადები და ცალკეული ხელშეკრულებები (ნასყიდობა, ლიზინგი, იჯარა, ქირავნობა, ფრენჩაიზინგი, ტურისტული მომსახურება, შუამავლობა, სესხი, გადაზიდვა-გადაყვანის, მიბარების)
  • სასამართლო შემადგენლობა, პროცესის მონაწილე მხარეები, აცილება, ვადები და ხარჯები
  • სასამართლო მტკიცებულებები, მტკიცების ტვირთი, მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
  • საქმის განხილვა I ინსტანციის სასამართლოში
  • საქმის განხილვა II და III ინსტანციის სასამართლოში
  • საქმის განახლების საფუძვლები
  • ზოგადი დებულებები კომერციული არბიტრაჟის რეგლამენტაციის შესახებ
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მისი როლი საერთიშარისო კერძო დავების გადაწყვეტაში 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3042, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს სამი კვირის მანძილზე, სულ 18 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები იურისტები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ასევე სამართლის სფეროში დასაქმების მსურველები.

პროგრამას უძღვება: იურისტი: სამართლის დოქტორი გ. ქირია

სწავლის საფასური: 250 ლარი