ფინანსური მენეჯმენტის ლიცენზირებული სასერთიფიკატო კურსი
პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ზოგადი თემატიკა: - ფინანსური აღრიცხვის არსი, სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ეტაპები, ინფორმაციის მომხმარებლები
- ორმაგი ჩაწერის პრინციპი, ბუღალტრული ანგარიშები, ანგარიშთა გეგმა. ძირითადი ფინანსური დოკუმენტები
- ბალანსი და საბალანსო ტოლობა. გარიგებების ასახვა საბალანსო უწყისში
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. მაკორექტირებელი გატარებები და სრული სააღრიცხვო ციკლი. მუდმივი და დროებითი ანგარიშები. დროებითი ანგარიშების დახურვა
- მოგება-ზარალის უწყისი
- ფული და ფულადი საშუალებები, მცირე ფულადი თანხები
- ფულადი, საანგარიშსწორებო და საკრედიტო ოპერაციების აღრიცხვა
- დებიტორული ანგარიშების აღრიცხვა, უიმედო და საეჭვო დებიტორული ანგარიშების შეფასება. საეჭვო დებიტორული ანგარიშების კორექტირება. უიმედო დებიტორული ანგარიშების ჩამოწერა
- რეალიზაციის აღრიცხვა. უკანმიღებული საქონელი და ფასდაკლებები. მრავალსაფეხურიანი მოგება- ზარალის უწყისი
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციების აღრიცხვა. დისკონტირება და პრემია ინვესტიციებზე. ინვესტიციების გადაფასება
- მარაგების კლასიფიკაცია. აღრიცხვის და შეფასების მეთოდები. მარაგების გადაფასება
- წარმოების დანახარჯების აღრიცხვა. წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შეძენა, გაჩუქება, რეალიზაცია, იჯარით გაცემა. ძირითადი საშუალებების შეფასება. ძირითადი საშუალებების გადაფასება
- ძირითად საშუალებებზე ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდები
- ფინანსური იჯარის აღრიცხვა. ახლანდელი და მომავალი ღირებულება
- არამატერიალური აქტივების აღრიცხვა. ამორტიზაციის დარიცხვა არამატერიალური აქტივებზე
- კრედიტორული ანგარიშების აღრიცხვა. კრედიტორული თამასუქების აღრიცხვა. ობლიგაციების აღრიცხვა და გადაფასება
- მუშა-მოსამსახურეებთან ანგარიშსწორების (ხელფასები) აღრიცხვა
- სააქციო კაპიტალის აღრიცხვა
- ფონდების, რეზერვებისა და ფინანსური შედეგების აღრიცხვა
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის შედგენის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდები
- ძირითადი ფინანსური დოკუმენტების განხილვა და კავშირი მათ შორის
- საგადასახადო კოდექსი
- გადავადებული მოგების გადასახადი აქტივი ან ვალდებულება. საფინანსო მოგების საგადასახადო მოგებაზე დაყვანა
- დივიდენდების დარიცხვა და დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
- გადასახადების აღრიცხვა
- ადგილობრივი გადასახადები
- საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები
პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს
პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს რვა კვირის მანძილზე, სულ 48 ლექცია.
მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები ფინანსისტები, ბანკირები, ბუღალტრები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, სტუდენტები
პროგრამას უძღვება: იზოლდა ჭილაძე, ეკონომიკის დოქტორი
სწავლის საფასური: 900 ლარი
|