TBTC

You are here: მთავარი arrow მთავარი arrow პუბლიკაციები arrow დასრულებული პროექტები
დასრულებული პროექტები ბეჭდვა

მიკროეკონომიკური ინიციატივების პროგრამა 

   

    2009 წლის ზაფხულიდან  წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტმა (ჟენევა) რუსეთ–საქართველოს ომით დაზარალებული შიდა ქართლის მოსახლეობის დასახმარებლად დაიწყო ახალი, ყველა მანამდე მოქმედი და დანერგილისაგან არსებითად განსხვავებული, პროექტის განხორციელება, სახელწოდებით მიკროეკონომიკური ინიციატივების პროგრამა.  მისი არსი მდგომარეობს ომით დაზარალებული მოსახლეობის უანგარო დახმარებასა და მდგრადი და მუდმივი შემოსავლების წყაროთი უზრუნველყოფაში. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ თვითონ დაზარალებული ადამიანის აქტიური მონაწილეობით. ისინი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC)  ფულადი გრანტით, იღებენ ახალი საქმის დაწყების შანსს. მიღებული სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით გრანტი ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჯგუფურ პროექტებში ერთიანდებიან  სხვა  დაზარალებულ  პირებთან  ერთად  (უბნის ან სოფლის ფარგლებში).

     მიკროეკონომიკური ინიციატივების პროგრამა ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი, ტრენინგები ბიზნესის მართვის ჩვევების გამომუშავების მიზნით და მეორე, ფულადი გრანტის გაცემა. პროგრამის საერთო მენეჯმენტს ახორციელებს წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის (ჟენევა) ეკონომიკური უსაფთხოების დეპარტამენტი. რომელმაც, პროგრამის განსახორციელებლად გორის რაიონში შეარჩია სოფლები კოშკა, გუგუტიანთკარი, მერეთი,  კარბი და ქერე.  ხოლო, ქარელის რაიონში შერჩეული იქნა ერთი სოფელი  კოდა.

    პროგრამის პირველ ნაწილი, რომელიც ბიზნესის მართვის ჩვევების გამომუშავებას ეხებოდა, ანხორციელებდა თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი. დამუშავდა მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგ – პროგრამის მოწმობა #3047, გაცემული 24.03.2008) 20 საათიანი სააუდიტორიო მუშაობის სპეციალური, ადაპტირებული ვარიანტი. რომელიც, სრულად ითვალისწინებდა მიზნობრივი ჯგუფების შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს.  მსმენელთა ინტენსიური გადამზადება გორში დაიწყო 2009 წლის 26 ოქტომბრიდან და გაგრძელდა 4 დეკემბრის ჩათვლით. ტრენინგების მიზნობრივი აუდიტორია დაყოფილი იყო 12 ჯგუფად. საერთო ჯამში მომზადებული იქნა 176 პირი. მათგან 90 ქალი და 86 კაცი. მსმენელთა ასაკობრივი შემადგენლობა მოქცეული იყო  22  წლიდან  70  წლამდე  ზღვრებში.

       სწავლის პროცესში გამოკვეთილად დადასტურდა ტენდენცია ახალი ცოდნის მიღებაში ტრენინგების მონაწილეების აქტიური დაინტერესების მიმართულებით. 176 მსმენელმა საერთო ჯამში მოისმინა  176 * 20 = 3520 საათი ლექცია . გაცდენების საერთო რაოდენობა იყო 24 საათი. აქედან არასაპატიო და გაურკვეველი მიზეზით გაცდენილი იყო 10 საათი, საპატიო მიზეზებით გაცდენილი იქნა 14 საათი. საპატიო და არასაპატიო მიზეზებით გაცდენებმა შეადგინა მოსმენილი საათების საერთო რაოდენობის 0,68 პროცენტი. ეს მონაცემები საშალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მსმენელები ძალიან დაინტერესებულნი და მოტივირებულები იყვნენ ტრენინგების გავლით და მეცადინეობებს პრაქტიკულად არ აცდენდნენ. ტრენინგების ყველა მონაწილემ, განსხვავებული შედეგებით, მაგრამ მაინც, შეძლო სასწავლო პროგრამის ათვისება და სწავლის  დასრულების მომენტისათვის თითოეულ მათგანს მოთხოვნილი პირობების შესაბამისად, შედგენილი ჰქონდა საკუთარი, გამართული ბიზნეს გეგმა. აღნიშნულ ჯგუფებში მსმენელების მიერ მომზადებული იქნა 50 პროექტისთვის საჭირო ჯგუფური ბიზნეს გეგმები. ტრენინგების დასრულების შემდეგ, ყველა  ჯგუფში პროგრამისა და ლექტორების შეფასების მიზნით ტარდებოდა გამოკითხვები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ყველა მსმენელი. გადამზადებული 176 მსმენელიდან გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღო 175 პირმა.

       თავიანთი პროექტის წარმატებისათვის ტრენინგების სარგებლიანობას ძალიან კარგი შეფასება მისცა 129 მსმენელმა, რაც შეადგენს გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 73,7 %, კარგ შეფასებას იძლეოდა 46 მსმენელი, ანუ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 26,3 % საშუალო ან უსარგებლო შეფასება გამოთქმული არ ყოფილა. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის ხარისხს კარგ შეფასებას აძლევს 133 გამოკითხული, რაც შეადგენს გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 76%, საშუალო შეფასებას იძლეოდა  42 გამოკითხული, ანუ გამოკითხულთა 16 %, დაბალი შეფასება არ ყოფილა.

       ტრენინგების ჩატარების გარემოს კარგ შეფასებას აძლევს გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 95,4%, საშვალო შეფასებას 4,6%. არც ერთ მსმენელს დაბალი  შეფასება არ გაუკეთებია. ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობას იღებდა თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის ოთხი  ლექტორი. ყველა არსებული  ჯგუფში მოხდა მათი პერსონალური შეფასება. აღსანიშნავია,  თითოეულმა მათგანმა მსმენელების მხრიდან  უმაღლესი  შეფასება  დაიმსახურა.

     175 გამოკითხულიდან  ტრენინგების  შედეგებით კმაყოფილი დარჩა 175 მსმენელი, ანუ  მონაწილეთა 100%, სხვა მოსაზრება გამოთქმული არ ყოფილა. კმაყოფილების ასეთი  მარალი დონე საშვალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მიკროეკონომიკური ინიციატივების პროგრამის (MEI) საწყის ეტაპზე სწორად იქნა იდენტიფიცირებული და შერჩეული ის პირები,რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ და, რომლებიც იმავდროულად მზად იქნებოდნენ მიეღოთ და აეთვისებინათ ახალი ცოდნა საკუთარი საქმის დაწყებისა და მართვისათვის. 

        გამოკითხვის პროცესში მსმენელების მიერ გამოთქმული კრიტიკული ხასიათის მოსაზრებები  და  შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა სურვილს, რომ პროგრამა ყოფილიყო უფრო გრძელვადიანი. ასევე, მოითხოვდნენ რომ მოხდეს უფრო ფართოდ დანერგვა, იგულისხმება ტრენინგების გავლა პროექტის სხვა მონაწილეების მიერ. შეფასებაში მრავლად იყო მადლიერების, კმაყოფილების და ტრენინგების მაღალი შეფასების მაჩვენებელი მოსაზრებები.

         ყველა ჯგუფიდან, გამოკითხვის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სწავლის პროცესი და პროექტის მიმდინარეობა ძალიან წარმატებული გამოდგა. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის  და თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის პერსონალის და საქმიანობის მისამართით პრეტენზიები არ გამოთქმულა. გადამზადებული ჯგუფების არც ერთ მონაწილეს პროგრამის სირთულესთან,  სასწავლო მასალებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან, კვებასთან  დაკავშირებით, ასევე,  ყურადღების  ან  მხარდაჭერის ნაკლებობის გამო შენიშვნები არ გამოუთქვამთ.      პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების გუნდების  შეთანხმებული  შრომის შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ:

      წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  მხრიდან:

       ჯან–დური გროსი

       ენდრიუ გარდინერი

       დრაგან რადოჟიჩი

       ლორან ბერნე

       ალან ცოლა 

       ხათუნა ჭუმბურიძე

       ეთერ ლოთიშვილი

       რუსუდან  ქობალია

       ნინო  საბაშვილი

 

     

      საქართველოს წითელი ჯვრის  ორგანიზაციის მხრიდან:

      თამარ  სახლთხუციშვილი

 

      თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის  მხრიდან:

      მალხაზ შუბითიძე

      ელზა რობაქიძე

      რუსუდან შინჯიკაშვილი

      გივი გიგაური 

                 

       მალხაზ შუბითიძე

       ეკონომიკის დოქტორი

           თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორი

 

 

ცხრილში მოცემულია ომით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისათვის გაწეული  დახმარების მოცულობა
   სოფელისაოჯახო მეურნეობების რაოდენობაგრანტზე წარდგენილი განაცხადების(პირველადი ბიზნეს პროექტების როდენობა)დაფინა–ნსებული ბიზნეს პროექტების რიცხვიპროექტებში ჩართული საოჯახო მეურნეობის რაოდენობამცირე ბიზნესის მართვის პროგრამით გადამზადებულ პირთა რაოდენობა გრანტის მთლიანი მოცულობა ლარიგრანტით საოჯახო მეურნეობების გადაფარვის პროცენტი 
კოშკი/  გუგუტიანთკარი1582410733760,459.00 46,2
მერეთი 46821131085689,454.0023,08
კარბი 1973515784364,584.00*39,6
ქერე 215375331627,325.00*15,35
კოდა 5397422432,835.0079,24
სულ 109112650334176274,657.00*30,61

 

 

 

 

 შენიშვნა:  < * > ნიშნით აღნიშნულია გაცვლის სავარაუდო კურსი  1 USD =1,656GEL  

 

 

სოფელი   კოშკი  /  გუგუტიანთკარი  
   

 

საოჯახო მეურნეობების რაოდენობა:  158

წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა:  24

დაფინანსებული პროექტების რაოდენობა:  10

პროექტის შესრულებაში ჩართული საოჯახო მეურნეობის რაოდენობა:  73

ტრენინგებზე გადამზადებულ პირთა რაოდენობა:  37

გრანტით  საოჯახო მეურნეობის გადაფარვის მაჩვენებელი:  46,2 %

სოფელში გაცემული გრანტების მთლიანი  მოცულობა:  60,459.00 ლარი     

სოფელი მერეთი  
    

 

საოჯახო მეურნეობების  რაოდენობა:    468

წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობა:  21

დაფინანსებული პროექტების რაოდენობა:  13

პროექტის შესრულებაში ჩართული  საოჯახო მეურნეობის რაოდენობა:  108

ტრენინგებზე გადამზადებულ პირთა რაოდენობა:  56

გრანტით  საოჯახო მეურნეობების გადაფარვის მაჩვენებელი:  23,08%

სოფელში გაცემული გრანტების მთლიანი მოცულობა:   89,454.00 ლარი   

   

სოფელი კარბი  
 

 

საოჯახო მეურნეობის (კომლების) რაოდენობა:  197

წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობა:  35

დაფინანსებული პროექტების რაოდენობა: 15

პროექტის შესრულებაში ჩართული  საოჯახო მეურნეობის რაოდენობა: 78

ტრენინგებზე გადამზადებულ პირთა რაოდენობა:  43

გრანტით  საოჯახო მეურნეობების გადაფარვის მაჩვენებელი: 39,6 %

სოფელში გაცემული გრანტების მთლიანი მოცულობა:  64,584.00 ლარი

სურათებზე : მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგ–პროგრამით გადამზადებული სოფელ  კარბის მცხოვრებლები  ტრენინგების დასრულების შემდეგ, მალხაზ შუბითიძესთან ერთად

   

  

 

სოფელი ქერე  

 

საოჯახო მეურნეობის (კომლების)რაოდენობა:  215

წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობა:  37

დაფინანსებული პროექტების რაოდენობა: 5

პროექტის შესრულებაში ჩართული  საოჯახო მეურნეობის რაოდენობა: 33

ტრენინგებზე გადამზადებულ პირთა რაოდენობა:  16

გრანტით  საოჯახო მეურნეობების გადაფარვის მაჩვენებელი: 15,35 %

სოფელში გაცემული გრანტების მთლიანი მოცულობა:   27,325.00 ლარი

სურათებზე:  მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგ–პროგრამით გადამზადებული სოფელ მერთის მცხოვრებლები ტრენინგების დასრულების შემდეგ,   მალხაზ შუბითიძესთან ერთად

 

 

სოფელი კოდა  

 

საოჯახო მეურნეობების (კომლების) რაოდენობა:  53

წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა:  9

დაფინანსებული პროექტების რაოდენობა:  7

პროექტის შესრულებაში ჩართული საოჯახო მეურნეობის რაოდენობა:  42

ტრენინგებზე გადამზადებულ პირთა რაოდენობა:  24

გრანტით  საოჯახო მეურნეობების გადაფარვის მაჩვენებელი: 79,24 %  

სოფელში გაცემული გრანტების მთლიანი მოცულობა:   32,835.00  ლარი

სურათზე: მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგ–პროგრამით გადამზადებული სოფელ კოდას მცხოვრებლები ტრენინგების დასრულების შემდეგ,  მალხაზ შუბითიძესთან  ერთად