TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ენების კურსები arrow TOEFL-ისათვის მომზადება 48 ლექცია
TOEFL-ისათვის მომზადება 48 ლექცია ბეჭდვა

   TOEFL-ისათვის მომზადება

   პროგრამა მოიცავს: პრაქტიკულ მასალებს, ტესტებს, სავარჯიშოებს კითხვის, მოსმენის, ლაპარაკის დაQწერის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
  
   ზოგადი თემატიკა:

  • კითხვის უნარ-ჩვევები - სიტყვის მნიშვნელობის მიხვედრა კონტექსტიდან, რეფერენტის ამოცნობა, წინადადების მნიშვნელობის გამარტივება, აბზაცში წინადადების ჩასმა, ფაქტობრივი ინფორმაციის მოძიება, უარყოფითი ფაქტების გაგება, მოცემული ფაქტებიდან დასკვნის გაკეთება, რიტორიკული აზრის გამოტანა, მოკლე შინაარსის გამოტანა, სქემატური ცხრილის შევსება.
  • მოსმენის უნარ-ჩვევები – შინაარსის, დეტალების, ფუნქციის, მოსაუბრის პოზიციის, ორაგანიზაციის და ურთიერთობის გაგება.
  • საუბრის უნარ-ჩვევები – პასუხის დაგეგმვა და პასუხის გაცემა ასევე, ინფორმაციის ჩანიშვნა მოსმენისას და კითხვისას და შემდეგ პასუხის დაგეგმვა და პასუხის გაცემა.
  • წერის უნარ-ჩვევები - ინფორმაციის ჩანიშვნა მოსმენისას და კითხვისას, შესავლის დაწერა,  აბზაცების დაწერა მოსმენილზე და წაკითხულზე დაყრდნობით, დასკვნის გაკეთება, სტრუქტურის და გრამატიკის შესწორება ნაწერში.

   პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს

   პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს სამი თვის მანძილზე, სულ  48 ლექცია (პლუს 24 საათი დამოუკიდებელი მუშაობისათვის).

   მიზნობრივი ჯგუფები: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, უცხო ენების სპეციალისტები, დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველები, საზღვარგარეთ სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლის მსურველები, დაინტერესებული პირები

   პროგრამას უძღვება:  ნ. მიქაძე, ასისტენტ პროფესორი

   სწავლის საფასური: 150 ლარი თვეში

 
< წინა   შემდეგი >