დაზღვევა და ჯანდაცვის მენეჯმენტი |
![]() |
დაზღვევა და ჯანდაცვის მენეჯმენტი, სასერთიფიკატო კურსი (მოდულირებული პროგრამა) პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. ის აერთიანებს ექვსიი სხვადასხვა სახის ტრენინგ-პროგრამებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3048, გაცემული 24.03.2008 წ. პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 24 ლექცია. მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები პროგრამას უძღვებიან: მ. შუბითიძე, გ. კახიძე, ე. ფირცხალავა
|
< Prev | Next > |
---|