TBTC

You are here: Home arrow Programs arrow Programs in Law arrow სამოქალაქო კოდექსი
სამოქალაქო კოდექსი Print

   სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. სასერთიფიკატო კურსი 

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ზოგადი თემატიკა:

  • სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები
  • პირები სამოქალაქო სამართალში
  • გარიგებები
  • ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობა
  • საკუთრება (ქონება) და მისი შინაარსი
  • სამეზობლო სამართალი, საკუთრების შეძენა და დაკარგვა
  • სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა
  • საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
  • სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი დებულებანი
  • ვალდებულების შესრულება, დარღვევა და შეწყვეტა
  • მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
  • ცალკეული ხელშეკრულებები
  • საავტორო და სხვა მომიჯნავე უფლებები
  • საოჯახო სამართალი
  • მემკვიდრეობის სამართალი
  • სამოქალაქო საქმეთა წარმოების სახეები
  • სამოქალაქო საქმეთა წარმოების თავისებურება ინსტანციურობის მიხედვით  

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3046, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ექვსი კვირის მანძილზე, სულ 32 ლექცია.
  
მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები იურისტები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ასევე სამართლის სფეროში დასაქმების მსურველები.

პროგრამას უძღვება: გ. ქირია, სამართლის დოქტორი 

სწავლის საფასური: 400 ლარი

 
< Prev   Next >