TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow კომპიუტერული კურსები arrow Microsoft Office ( Windows , Word, Excel, Power Point, Internet)
Microsoft Office ( Windows , Word, Excel, Power Point, Internet) ბეჭდვა

   საოფისე კომპიუტერული პროგრამების სასერთიფიკატო ტრენინგ პროგრამა  

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებს, სავარჯიშოებს და ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
   
  ზოგადი თემატიკა:

  • პერსონალური კომპიუტერის სტრუქტურა. ფანჯრის მართვა.
  • ობიექტების წაშლის, აღდგენის ხერხები. ობიექტების გადატანა, კოპირება და წაშლა Windows Explorer–ის გამოყენებით.
  • სამუშაო მაგიდის ფონის შერჩევა. დასვენების პერიოდები. საქაღალდის იარლიყის პიქტოგრამის შეცვლა. საქაღალდეებისა და ფაილების მოძებნა.  
  • MS Word-ის შესრულებაზე გაშვება. ახალი დოკუმენტის შექმნა. დოკუმენტის რედაქტირება.
  • დოკუმენტის ბეჭდვის წინ დათვალიერება. ფრაგმენტის გადაადგილება, კოპირება და წაშლა. სასურველი პანელების გამოტანა ეკრანზე.  
  • დოკუმენტში მზა სურათის ჩასმა. რეკლამირება. ტექსტის ჩასმა ჩარჩოში. განსაკუთრებული სიმბოლოების ჩასმა. ავტოტექსტის გამოყენება.  
  • გვერდის სვეტებად დაყოფა. შრიფტის ანიმაციების შერჩევა. აბზაცის დაფორმატება. ტექსტის გრამატიკული შემოწმება.  
  • სტანდარტული და არასტანდარტული ცხრილები. ცხრილური მონაცემების გასწორება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების მიმართ.  
  • MS Excel-ის შესრულებაზე გაშვება. სამუშაო წიგნები.
  • ფორმულებთან მუშაობა, ფუნქციების გამოთვლა, დიაგრამების აგება და რედაქტირება. გრაფაზე კომენტარის მინიჭება და გაუქმება.  
  • უჯრედის დაფორმატება. ფილტრაცია. გაფილტრული მონაცემების გამოტანა ეკრანზე. ველის დამაგრება და დამაგრების მოხსნა. გრაფების გაერთიანება.
  • Internet-ში მუშაობა. საიტების მოძებნა. ელექტრონული ფოსტა.
  • PowerPoint - ის პროგრამის შესრულებაზე გაშვება. პრეზენტაციის გახსნა, დათვალიერება, შენახვა, მუშაობის რეჟიმები. სლაიდის დიზაინი. მოქმედებები სლაიდებზე. პრეზენტაციის ჩვენების რეჟიმები.  

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 24 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: საოფისე პროგრამების სიღრმისეული შესწავლით დაინტერესებული ყველა მსურველი

პროგრამას უძღვება: პროგრამისტი ქ. ნებიერიძე

სწავლის საფასური: 120 ლარი

 

 
< წინა   შემდეგი >