TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ბიზნესის პროგრამები arrow ბანკის საკრედიტო ოფიცერის მომზადება
ბანკის საკრედიტო ოფიცერის მომზადება ბეჭდვა

   ბანკის საკრედიტო ოფიცერის მომზადების სასერთიფიკატო კურსი (მოდულირებული პროგრამა)  

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია საბანკო სფეროში არსებული მოთხოვნები. ის აერთიანებს შვიდი სხვადასხვა სახის ტრენინგ-პროგრამებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   ლექტორებად მოწვეული არიან წამყვანი ბანკის მმართველი, საერთაშორისო სადაზღვევო სააგენტოს ხელმძღვანელი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციოლოგიის დოქტორები. სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.  
 
   მოდულში გაერთიანებული ტრენინგები:

  1. საბანკო საქმე
  2. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი
  3. რისკების ადმინისტრირება
  4. მენეჯერული აღრიცხვა
  5. ბაზრის ანალიზი და პროგნოზირება
  6. მოლაპარაკების ხელოვნება
  7. სოციალური კომუნიკაცია 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3031, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ექვსი კვირის მანძილზე, სულ 36 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პერსონალი, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, ბანკის მენეჯერები, სტუდენტები ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, პრაქტიკოსები და სხვა

პროგრამას უძღვებიან: მ. შუბითიძე, გ. კახიძე, ლ. ჯიშკარიანი, ი. ჭილაძე, ზ. ბურჭულაძე, ე. ფირცხალავა

სწავლის საფასური: 450 ლარი

 

 
< წინა   შემდეგი >