TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ბიზნესის პროგრამები arrow ფინანსური მენეჯმენტი
ფინანსური მენეჯმენტი ბეჭდვა

   ფინანსური მენეჯმენტის ლიცენზირებული სასერთიფიკატო კურსი 

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
   ზოგადი თემატიკა:

  • ფინანსური აღრიცხვის არსი, სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ეტაპები, ინფორმაციის მომხმარებლები
  • ორმაგი ჩაწერის პრინციპი, ბუღალტრული ანგარიშები, ანგარიშთა გეგმა. ძირითადი ფინანსური დოკუმენტები
  • ბალანსი და საბალანსო ტოლობა. გარიგებების ასახვა საბალანსო უწყისში
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. მაკორექტირებელი გატარებები და სრული სააღრიცხვო ციკლი. მუდმივი და დროებითი ანგარიშები. დროებითი ანგარიშების დახურვა
  • მოგება-ზარალის უწყისი
  • ფული და ფულადი საშუალებები, მცირე ფულადი თანხები
  • ფულადი, საანგარიშსწორებო და საკრედიტო ოპერაციების აღრიცხვა
  • დებიტორული ანგარიშების აღრიცხვა, უიმედო და საეჭვო დებიტორული ანგარიშების შეფასება. საეჭვო დებიტორული ანგარიშების კორექტირება. უიმედო დებიტორული ანგარიშების ჩამოწერა
  • რეალიზაციის აღრიცხვა. უკანმიღებული საქონელი და ფასდაკლებები. მრავალსაფეხურიანი მოგება- ზარალის უწყისი
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციების აღრიცხვა. დისკონტირება და პრემია ინვესტიციებზე. ინვესტიციების გადაფასება
  • მარაგების კლასიფიკაცია. აღრიცხვის და შეფასების მეთოდები. მარაგების გადაფასება
  • წარმოების დანახარჯების აღრიცხვა. წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შეძენა, გაჩუქება, რეალიზაცია, იჯარით გაცემა. ძირითადი საშუალებების შეფასება. ძირითადი საშუალებების გადაფასება
  • ძირითად საშუალებებზე ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდები
  • ფინანსური იჯარის აღრიცხვა. ახლანდელი და მომავალი ღირებულება
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა. ამორტიზაციის დარიცხვა არამატერიალური აქტივებზე
  • კრედიტორული ანგარიშების აღრიცხვა. კრედიტორული თამასუქების აღრიცხვა. ობლიგაციების აღრიცხვა და გადაფასება
  • მუშა-მოსამსახურეებთან ანგარიშსწორების (ხელფასები) აღრიცხვა
  • სააქციო კაპიტალის აღრიცხვა
  • ფონდების, რეზერვებისა და ფინანსური შედეგების აღრიცხვა
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის შედგენის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდები
  • ძირითადი ფინანსური დოკუმენტების განხილვა და კავშირი მათ შორის
  • საგადასახადო კოდექსი
  • გადავადებული მოგების გადასახადი აქტივი ან ვალდებულება. საფინანსო მოგების საგადასახადო მოგებაზე დაყვანა
  • დივიდენდების დარიცხვა და დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • გადასახადების აღრიცხვა
  • ადგილობრივი გადასახადები
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს რვა კვირის მანძილზე, სულ 48 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები ფინანსისტები, ბანკირები, ბუღალტრები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, სტუდენტები 

პროგრამას უძღვება: იზოლდა ჭილაძე, ეკონომიკის დოქტორი 

სწავლის საფასური: 900 ლარი

 
< წინა   შემდეგი >