TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ბიზნესის პროგრამები arrow მენეჯერული აღრიცხვა
მენეჯერული აღრიცხვა ბეჭდვა

   მენეჯერული აღრიცხვის ლიცენზირებული სასერთიფიკატო ტრენინგ-პროგრამა 

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მენეჯერულ აღრიცხვაში ტრენინგის კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს დანახარჯების აღრიცხვასა და პროდუქციის ერთეულის თვითღირებულების გამოთვლას, დანახარჯების კონტროლს. ასევე, შიდა ანგარიშების მომზადებას პროდუქციის (მომსახურების) თვითღირებულების შესახებ და მის შეფასებას. 
   მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
ზოგადი თემატიკა:

  • მენეჯერული აღრიცხვა კომპანიის მართვაში  
  • პირდაპირი მასალების დანახარჯების აღრიცხვა  
  • პირდაპირი შრომითი დანახარჯების აღრიცხვა  
  • ზედნადები ხარჯების აღრიცხვა  
  • პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლა ზღვრული და სრული დანახარჯებით
  • დანახარჯების აღრიცხვა განსაკუთრებული დანიშნულების მიხედვით
  • პროდუქციის დამზადების პროცესებზე დანახარჯების აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების ნორმატიული კალკულაცია
  • მენეჯერული აღრიცხვის პრაქტიკული ქეისები 


პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3033, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ექვსი კვირის მანძილზე, სულ 36 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები ბუღალტრები და ფინანსისტები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, სტუდენტები 

პროგრამას უძღვება: ეკონომიკის დოქტორი იზოლდა ჭილაძე

სწავლის საფასური: 450 ლარი

 
< წინა   შემდეგი >