TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ბიზნესის პროგრამები arrow საბუღალტრო აღრიცხვა
საბუღალტრო აღრიცხვა ბეჭდვა

   საბუღალტრო აღრიცხვის სასერთიფიკატო კურსი 

   პროგრამა დაფუძნებულია ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებზე და მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ ბუღალტერიას და  ORIS-ის კომპიუტერულ პროგრამას, ქეისებს, ტესტებს. ასევე, აღრიცხვა_ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.
   
ზოგადი თემატიკა:

  • ეკონომიური საქმიანობა. სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა
  • აქტივები და პასივები, ბუღალტრული ბალანსი
  • ბუღალტრული ანგარიშები
  • ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა
  • შემოსავლები და ხარჯები
  • მოგების გადასახადი
  • ერთობლივი შემოსავალი
  • უწყისების შევსება
  • ხელფასის გატარებები საბუთებიდან
  • ძირითადი საშუალებების შეძენის სახეები გატარებებით
  • ფინანსური და საგადასახადო ცვეთა
  • ქონება და ქონების გადასახადი
  • საქონლის თვითღირებულებების განსაზღვრის მეთოდები
  • დამატებული ღირებულების გადასახადი
  • საბუთებზე მუშაობა და სხვა 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3036, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ექვსი კვირის მანძილზე, სულ 36 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: პროფესიონალი და დამწყები ბუღალტრები, სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე ამ სფეროში დასაქმების მსურველები.

პროგრამას უძღვება: პრაქტიკოსი ბუღალტერი ე. რობაქიძე

სწავლის საფასური: 250 ლარი

 

 
< წინა   შემდეგი >