TBTC

You are here: მთავარი arrow პროგრამები arrow ბიზნესის პროგრამები arrow სახელმწიფო შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვები ბეჭდვა

   სახელმწიფო შესყიდვების ლიცენზირებული სასერთიფიკატო ტრენინგ-პროგრამა
 
   პროგრამა მოიცავს: მსმენელები პროფესიონალის დონეზე, სრულყოფილად შეისწავლიან შესყიდვების მარეგულირებელ კანონდებლობასა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს 2008 წლის 15 დეკემბრის ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით. ისინი დამოუკიდებლად შესძლებენ შესყიდვების დაგეგმვას, განხორციელებას და ანგარიშების მომზადებას. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე პირებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
ზოგადი თემატიკა:

  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
  • სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესყიდვების მარეგულირებელი კანონების დარღვევისათვის. დისკვალიფიკაციის წესი. გასაჩივრების და დავების განხილვის წესი.
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა. დაგეგმვის ფორმები
  • შესყიდვების ორგანიზება: ტენდერი, ფასთა კოტირება, ერთ პირთან მოლაპარაკება. მრავალწლიანი შესყიდვები.  
  • ერთ პირთან მოლაპარაკების და ფასთა კოტირების დოკუმენტაციის მომზადება. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი
  • ტიპიური სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება საქონლის შესყიდვისათვის და მომსახურების შესყიდვისათვის
  • ტიპიური სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის
  • ანგარიშგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და ანგარიშგების ფორმები   

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3038, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ორი კვირის მანძილზე, სულ 15 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებული, საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პერსონალი, სტუდენტები, ამ სფეროში დასაქმების მსურველი პირები და სხვა

პროგრამას უძღვება: შესყიდვების სპეციალისტი, რატი მემანიშვილი

სწავლის საფასური: 250 ლარი

 

 

 
< წინა   შემდეგი >