TBTC

You are here: Home arrow Programs arrow Programs in Business arrow ტურიზმის მენეჯმენტი
ტურიზმის მენეჯმენტი Print

   ტურიზმის მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი 

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ ნაწილთან ერთად პროგრამის ფარგლებში შეისწავლება ტურისტული საქმიანობის სპეციფიკა, ტურისტული პროდუქტის შექმნა, ტურის დაპროექტება და ტურისტული დოკუმენტაციის შედგენა¬_მომზადება, სავიზო მხარდაჭერა და უსაფრთხოების დაცვა. ასევე, სასტუმრო ინდუსტრია, სასტუმროს მართვა და სხვა. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
ზოგადი თემატიკა:

  • ტუროპერატორის საქმიანობის არსი და მიზნები. მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა
  • ტურისტული ფირმის მენეჯმენტის თავისებურებანი
  • ტურისტული ფირმის ფუნქციონირება
  • სასტუმრო ინდუსტრია. სასტუმროთა კლასიფიკაცია
  • სასტუმროს მართვა
  • მომსახურების საკითხები ტურისტულ ფირმაში
  • კლიენტთა კმაყოფილების პრობლემა ტურისტულ ფირმაში
  • ტურისტული პროდუქტის რეკლამა და გასაღება
  • პერსონალის მენეჯმენტი სასტუმროში
  • მცირე ზომის სასტუმროები და სასტუმრო სახლები 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3040, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 20 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: ტურიზმის სექტორში და სასტუმროებში დასაქმებული სხვადასხვა დონის მენეჯერები, საკუთარი ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირები, სტუდენტები

პროგრამას უძღვება: პროფესორი ნ. კვარაცხელია

სწავლის საფასური: 350 ლარი
 

 
< Prev   Next >