TBTC

You are here: Home arrow Programs arrow Programs in Business arrow ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება
ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება Print

   სასერთიფიკატო ტრენინგ პროგრამა ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოებაში.

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მასალებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს. მსმენელები სრულყოფილად შეისწავლიან სასურველი შედეგის მისაღწევად მოლაპარაკებების წარმართვის ხელოვნებას და მოსაუბრეზე დაკვირვების მეთოდებს. ასევე სხეულის ენას. ისინი სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი.
   
ზოგადი თემატიკა:

  • სხეულის ენის (ბოდილენგვიჯის) ზოგადი დახასიათება
  • ხელისგულებით გადაცემული ინფორმაცია. ხელის და თითების ჟესტები
  • ხელებით შექმნილი ბარიერი. Fფეხების მეშვეობით შექმნილი ბარიერი
  • თავის და თვალის სიგნალები.
  • გარშემომყოფებზე ზემოქმედების მოხდენა ტანის სხვადასხვაგვარი მდგომარეობის მეშვეობით
  • პარტნიორთა ქცევის მოდელები მოლაპარაკებათა პროცესში
  • მანიპულაციური ტექნოლოგიები მოლაპარაკებათა პროცესში და მათი განეიტრალება
  • ნუ რეაგირებთ გამღიზიანებელზე
  • განაიარაღეთ მეტოქე
  • გამოცვალეთ თამაშის მანერა: ნუ უარყოფთ...შეცვალეთ ფორმატი.
  • გაუადვილეთ მოსაუბრეს თქვნთან დათანხმება
  • გაართულეთ მოსაუბრისგან “არას” Yთქმის შესაძლებლობა 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3041, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ორი კვირის მანძილზე, სულ 15 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: კერძო და სახელმწიფო სექტორებში დასაქმებული პრაქტიკულად ყველა დონის მენეჯერები, სტუდენტები, სამსახურის მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირები

პროგრამას უძღვება: ეკონომიკის დოქტორი ზურაბ ბურჭულაძე

სწავლის საფასური: 190 ლარი

 

 
< Prev   Next >