TBTC

You are here: Home arrow Programs arrow Programs in Business arrow სერვის + (მომხმარებლების მომსახურება და სოციალური კომუნიკაცია)
სერვის + (მომხმარებლების მომსახურება და სოციალური კომუნიკაცია) Print

   სასერთიფიკატო კურსი სერვის პლუს (მომხმარებლების მომსახურება და სოციალური კომუნიკაცია)  

   პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს, მოდელირებულ თამაშებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   
ზოგადი თემატიკა:

  • მოდელები რომლებიც გვეხმარებიან კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.  
  • უკუკავშირი და მისი ტიპები.
  • მესიჯის ორგანიზება.
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია.
  • დარწმუნებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, შემტევი დარწმუნება და კონტრარგუმენტაციების შემუშავება.  
  • ორგანიზაციის სტრუქტურა და კომუნიკაცია.
  • ბარიერები კომუნიკაციის პროცესში.
  • პირადი, უშუალო კონტაქტი და სატელეფონო კონტაქტი.
  • კონფლიქტის ბუნება.
  • კონფლიქტის დინამიკა.
  • ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტში.
  • მოლაპარაკების სტრუქტურა, ფუნქციები, სასაუბრო სტილი
  • კონფლიქტის დარეგულირების გზები.
  • კონფლიქტის ტრანსფორმაცია
  • გუნდი და დავალების შესრულება. გუნდური გადაწყვეტილებების მიღება.
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების სტრუქტურა. 

 

პროგრამაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრს, მოწმობა #3045, გაცემული 24.03.2008 წ.

პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა მიმდინარეობს ოთხი კვირის მანძილზე, სულ 20 ლექცია.

მიზნობრივი ჯგუფები: სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები, გამყიდველები, იურისტები, მარკეტოლოგები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები, სტუდენტები.

პროგრამას უძღვება: ფსიქოლოგიის დოქტორი ეკატერინე ფირცხალავა

სწავლის საფასური: 300 ლარი

 

 
< Prev   Next >