TBTC

You are here: Home arrow Home arrow Mission
მისია Print

   თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და მისი მიზანია განათლების სფეროში საქმიანობა. კომპანია ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების, სამართლის პროგრამების, კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენების სასწავლო კურსების ორგანიზებასა და ჩატარებაზე. რომლებიც ხორციელდებიან განსხვავებული ფორმატით და ფორმებით, ინტერაქტიული ტრენინგების, სასწავლო კურსების და სასწავლო მოდულების სახით. ტრენინგებს ატარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, თავიანთ დარგის აღიარებული სპეციალისტები. მათ შორის რვა მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი ბანკის მმართველები, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი. 

   ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა იმ ორგანიზაციებთან ვისაც გააჩნია მყარი რეპუტაცია, მაღალი პროფესიონალიზმი და სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის სურვილი. ჩვენ ვიცით რომ წარმატება სწავლით მიიღწევა და ვცდილობთ ის ყველასთვის ხელმისაწვდომად ვაქციოთ.

   თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი დაარსდა 2007 წლის ოქტომბერში და გასულ ერთ წელში სხვადასხვა პროგრამების შესაბამისად 200-ზე მეტი სპეციალისტის გადამზადება უზრუნველყო. დღეისათვის ჩვენთან მოქმედებაშია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახის პროგრამები. 

   მომზადების მაღალი დონის და სერტიფიცირების მდგრადი ხარისხის უზრუნველსაყოფად ტრენინგებზე სწავლის პერიოდში ყველა პროგრამაში ჩართულია ორეტაპიანი ტესტირება და დაწესებულია ქულათა 75%-იანი მინიმალური ზღვარი. რომლის გადალახვის გარეშე სერთიფიკატი არ გაიცემა. საუკეთესო მსმენელებს ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების შანსს ძალიან მაღალ დონემდე ზრდის. რასაც, ჩვენი გამოცდილება პრაქტიკულად ადასტურებს. 2008 წლის პირველ ნახევარში წამყვან ბანკებში, ასევე საჯარო სამსახურში და კერძო სექტორში 30-ზე მეტი ჩვენი კურსდამთავრებული დასაქმდა, რომლებმაც რეკომენდაციები დაიმსახურეს.