TBTC

You are here: მთავარი arrow სიახლეები
სიახლეები
პროგრამების დაწყების ცხრილი ბეჭდვა

 

1.   ქონების რეგისტრაციის სამართლებრივი  რეგულირება  /  ექსპრეს კურსი

ხანგრძლივობა: 1 კვირა, 10 საათი

ლექტორი:  ვანდა  ჯიჯელავა

ღირებულება:   150  ლარი

სწავლა დაიწყება:  8  იანვარს

 

თემა 1.   საჯარო რეესტრი

სტრუქტურა. ფუნქციები. უფლებამოსილებები. ავტორიზებული პირები – ნოტარიუსები, ბანკები და სხვ.

თემა 2.  უძრავ ნივთებზე  უფლებათა რეესტრი.

 

უძრავი ნივთი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები (საკუთრება, აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი,  იპოთეკა, ქირავნობა/ქვექირავნობა, იჯარა/ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. საკუთრების უფლების მიტოვება, უფლების წინასწარი რეგისტრაცია).  უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. ქეისების განხილვა.

 

თემა 3.  გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი პირი. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები. გარიგებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეესტრში დამოწმებას. გარიგების ენა. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების ზოგადი წესი.   ქეისების განხილვა.

თემა 4.  სარეგისტრაციო წარმოება

სარეგისტრაციო წარმოების მხარეები. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა. რეგისტრაციაზე უარის თქმა. რეგისტრაციის გაუქმება. რეგისტრაციის დამატებითი პირობები. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი. ქეისების განხილვა.

თემა 5.   საკადასტრო აღწერის დოკუმენტირება

საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო კოდი, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა

თემა 6.   სარეგისტრაციო მომსახურეობის  ვადები და საფასური

არეგისტრაციო მომსახურები­ს ვადები. დაჩქარებული მომსახურეობა. მომსახურეობის საფასურისგან გათავისუფლება. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი. ქეისების განხილვა.

თემა 7.   საჯარო – სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღ, უფლების განკარგვის შეზღუდვდა აკრძალვა). საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი.  საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვის საგანი და საფუძველი.  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ქეისების განხილვა.

თემა  8.   მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება სასამართლოში და სამართალწარმოება

სარჩელი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების  თაობაზე. სარჩელი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. აპელაცია. კასაცია. ქეისების განხილვა.

თემა  9. ქონების  დაკარგვისგან  თავის  დაცვის/დაზღვევის  შესაძლებლობები

ქონებრივი უფლების დაკარგვის კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევები და თავის დაცვის მექანიზმები.  ქეისების განხილვა.

 

 

2.   ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების სამართალი  / ექსპრეს კურსი                                                        

ხანგრძლივობა: 2 დღე,  4 საათი

ლექტორი:  ვანდა  ჯიჯელავა

ღირებულება:   100  ლარი

სწავლა დაიწყება:  15  იანვარს

 

თემა 1.  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ„  საქართველოს კანონის რეგულირების სფერო

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის  წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობა, მართვა და  განკარგვა.  ქეისების განხილვა.

 

თემა 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილებები

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამართლებრივი  სტატუსი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის  შემოსავალი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არასამეწარმეო  ეკონომიკური საქმიანობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელწოდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უფლებები.  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება. ქეისების განხილვა.

 

თემა 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის წესი

 

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის  წევრთა კრების  მოწვევა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ჩატარება.  ქეისების განხილვა.

 

თემა 4. ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებთან

 

ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების მიერ. ინფორმაციის წყაროები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროგრამების, პროექტების და სხვა აქტივობების შესახებ.    ქეისების განხილვა.

 

  

 

3.   სამედიცინო მომსახურების მარკეტინგი / ექსპრეს კურსი

ხანგრძლივობა: 1 კვირა, 8 საათი

ლექტორი: თინათინ დოლიძე

ღირებულება:   190  ლარი

სწავლა დაიწყება:  8 იანვარს

 

   თემა 1. სამედიცინო მარკეტინგის სტრატეგია და ინსტრუმენტები. სამედიცინო ბიზნესის სამომხმარებლო ორიენტაციის პრობლემები

 

      თემა 2. სამედიცინო მომსახურების სპეციფიკის განმაპირობებელ ფაქტორთა ანალიზი. მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის განსაზღვრა.

  

     თემა 3. მომახმარებლების შესწავლა სამედიცინო ბიზნესში.  კომუნიკაციისა და დაწინაურების პრობლემა სამედიცინო მომსახურების სფეროში

 

   თემა 4. სამედიცინო მომსახურებაზე ფასის დაწესება. Fფასის ზედა და ქვედა ზღვრები. ფასწარმოქმნა დანახარჯების საფუძველზე. სამედიცინო მომსახურების მარკეტინგის გეგმის შედგენა

 

 

 

4.   მარკეტინგის მართვა / ექსპრეს კურსი

ხანგრძლივობა: 1 კვირა, 10 საათი

ლექტორი: მალხაზ შუბითიძე

ღირებულება:   190  ლარი

სწავლა დაიწყება:  15 იანვარს

 

   თემა 1. ბაზრის მიმზიდველობისა და ფირმის კონკურენტუნარიანობის ანალიზი

მოთხოვნის ანალიზის საბაზო კონცეფციები. პირველადი მოთხოვნის სტრუქტურა. საქონლის სასიცოცხლო ციკლის მოდელი. მოთხოვნის პროგნოზირების მეთოდები. კონკურენტული უპირატესობის ცნება.

   თემა 2.  მარკეტინგული ინფორმაციის შეკრება

მარკეტინგის საინფორმაციო სისტემები.  გადაწყვეტილებების მხარდამჭერი სისტემები; ონაცემთა სისტემები. მოდელების სისტემები; დიალოგური სისტემები.

   თემა 3. სამომხმარებლო ბაზრების კვლევა

აბსოლუტური და შეფარდებითი მოთხოვნილებები. ინდივიდუალური მომხმარებლის მოტივაცია. მომხმარებლის კეთილდღეობის დეტერმინანტები. მოთხოვნილებების ტიპოლოგია.

   თემა 4. ორგანიზებული ბაზრების კვლევა და ადმინისტრირება

ინდუსტრიულ ბაზრებზე მარკეტინგული კვლევების მიმართულებები, ობიექტები და სფეროები. კვლევის მეთოდები და წესები. კვლევის საინფორმაციო უზრუნველყოფა და სპეციფიკა. სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი.

   თემა 5. სტრატეგიული მარკეტინგის დაგეგმარება და ადმინისტრირება

მარკეტინგის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი. მიზნების და სტრატეგიული ორიენტაციის არჩევა. რისკების ანალიზი და გაუთვალისწინებელ გარემოებათა დაგეგმვა.

   თემა 6. ბაზრის სეგმენტირების სტრატეგიები

ბაზრის სეგმენტირება. სეგმენტირების აღწერილობითი და ქცევითი მოდელები. ერთ და რამდენიმე ცვლადზე დაფუძნებული სეგმენტაცია. სეგმენტაციის პროცესის ეტაპები. მიზნობრივი ბაზრების არჩევა. პოზიცირების პრაქტიკა.          

   თემა 7. ახალი საქონლის შექმნა და საფასო პოლიტიკის მართვა

ახალი საქონლის დამუშავების ორგანიზება. საქონლის მართვის სტრატეგია. ასორტიმენტის შევსების და გაფართოების სტრატეგიები. სავაჭრო მარკის ძალა. რეპოზიცირების სტრატეგიები. საფასო პოლტიკის ანალიზი. ფასის სტრუქტურა. ფასის დაწესება. ფასი და მოთხოვნა. ფასწარმოქმნა ახალ საქონელზე.

   თემა 8.  დისტრიბუციის მენეჯმენტი

შუამავლები. განაწილების არხები. განაწილების სტრატეგიის დამუშავება.  განაწილების ინტენსივობა. არხის მონაწილეთა არჩევა. არხის მართვა. სავაჭრო სტრატეგიები. ფიზიკური განაწილება.

   თემა 9. დაწინაურების საბაზრო სტრატეგიები

ზემოქმედება მოთხოვნაზე. სარეკლამო საქმიანობის მართვა. პირდაპირი მარკეტინგი. პერსონალური მიმართვა. გასაღების სტიმულირება. დაწინაურების სტრატეგიის დამუშავება. დაწინაურების კომპლექსის შედგენა.

   თემა 10. ინტერნეტ-მარკეტინგი

საძიებელი სისტემები და ინტერაქტიული კატალოგები. კლიენტების ძებნა. კომერციული ვებ-საიტი. ინტერნეტში დაწინაურების მეთოდები. ბანერული რეკლამა. სარეკლამო კამპანიის ეფექტიანობის შეფასება.




5.   საბუღალტრო აღრიცხვის სასერთიფიკატო კურსი

ხანგრძლივობა: 6 კვირა, 36 საათი

ლექტორი: ელზა რობაქიძე

ღირებულება:   250  ლარი

სწავლა დაიწყება:  22 იანვარს

    პროგრამა დაფუძნებულია ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებზე  და მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ ბუღალტერიას და ORIS-ის  კომპიუტერულ პროგრამას, ქეისებს, ტესტებს. ასევე, აღრიცხვაანალიზის მრავალმხრივ   მეთოდებს. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.


 
ზოგადი თემატიკა:

  • ეკონომიური საქმიანობა. სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა
  • აქტივები და პასივები, ბუღალტრული ბალანსი
  • ბუღალტრული ანგარიშები
  • ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა
  • შემოსავლები და ხარჯები
  • მოგების გადასახადი
  • ერთობლივი შემოსავალი
  • უწყისების შევსება
  • ხელფასის გატარებები საბუთებიდან
  • ძირითადი საშუალებების შეძენის სახეები გატარებებით
  • ფინანსური და საგადასახადო ცვეთა
  • ქონება და ქონების გადასახადი
  • საქონლის თვითღირებულებების განსაზღვრის მეთოდები
  • დამატებული ღირებულების გადასახადი
  • საბუთებზე მუშაობა და სხვა 

 

 

 

6.   ინგლისური ენის კურსები

      პროგრამა მოიცავს:  სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ მასალებს, ტესტებს, სავარჯიშოებს კითხვის, მოსმენის, საუბრისის  და  წერის უნარ–ჩვევების გასაუმჯობესებლად. მსმენელები სრულად არიან  უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალით. 

 

 1. Total English - Starter.  კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.  სწავლა დაიწყება  8 იანვარს.  ფასი  80 ლარი  თვეში

  2. Total English - Elementary. კურსის ხანგრძლივობა 4 თვე, სწავლა დაიწყება   8 იანვარს.   ფასი  80 ლარი  თვეში

  3. Total English - Pre-Intermediate.  კურსის ხანგრძლივობა 4 თვე, სწავლა დაიწყება  8 იანვარს.    ფასი    80 ლარი  თვეში

  4. Total English - Intermediate. კურსის ხანგრძლივობა 4 – 6 თვე. სწავლა დაიწყება  9 იანვარს.    ფასი   80 ლარი  თვეში

  5. Total English - Upper-Intermediate.  კურსის ხანგრძლივობა 4 – 6  თვე. სწავლა დაიწყება 9 იანვარს.  ფასი    90 ლარი  თვეში

  6. Total English - Advanced. კურსის ხანგრძლივობა 4 – 6  თვე. სწავლა დაიწყება  9 იანვარს.  ფასი   90 ლარი თვეში